მსოფლიოს შესარჩევზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

07 დეკემბერი 2020, 21:49 1416 ნახვა

ციურიხში, ფეხბურთის მსოფლიო 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები "ბ" ჯგუფში იასპარეზებს.

"ჯვაროსნების" მეტოქეები კი იქნებიან: ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი და კოსოვო. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის მატჩები 2021 წლის 24-25 მარტს გაიმართება.

ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 13 ნაკრები გავა.10 პირველოსანი ავტომატურად მოიპოვებს მუნდიალის საგზურს.

მეორე ადგილოსნები პლეი-ოფში გადაინაცვლებენ, სადაც მათ, აწ დასრულებული ერთა ლიგის ჯგუფების, გამარჯვებულებს შორის საუკეთესო ორი შედეგის მქონე ნაკრებები შეუერთდებიან.

ყატარი მუნდიალს არატრადიციულ სეზონზე 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში