ქალების 20%-ს სექსუალური ძალადობა გამოუცდია

07 დეკემბერი 2020, 20:00 1481 ნახვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის უახლესი კვლევით, საქართველოში ყოველ მეხუთე ქალს სექსუალური შევიწროვება აქვს გამოცდილი, თანაც 70%-ს - საჯარო სივრცეში და 73%-ს უცხო პირის მხრიდან. ყოველ მესამე ქალზე სექსუალური შევიწროვება ფიზიკურად განხორციელდა.

ამავე კვლევით, მოსახლეობის 41% მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა, მეტიც, ყოველი მეხუთე ქალი და ყოველი მესამე კაცი, მიიჩნევს, რომ ცოლის ცემა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებულია, ყოველი მეხუთე ქალი და თითქმის ყოველი მეორე კაცი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს უნდა დაემორჩილოს.

კვლელვამ აჩვენა, რომ ყოველი მესამე ქალი მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ არავისთან საუბრობს, - რატომ ამ კითხვაზე ასეთი პასუხები აქვთ - რომ კიდევ არ იძალადონ, მაინც არავინ დაუჯერებს ან უბრალოდ, სირცხვილია. ძალადობის მსხვერპლი ქალების მხოლოდ 18%-ს აქვს მიმართული პოლიციისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი