საკონსტიტუციო ცვლილებები

21 ოქტომბერი 2016, 00:00 2800 ნახვა

ვინ შექმნის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფს? - ამ საკითხზე კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.  აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციით  საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტში შეიქმნება, რადგან პრეზიდენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების უფლება არ აქვს. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაციაც უნდა ჩაერთოს.ჯგუფი მე-9 მოწვევის პარლამენტის შეკრების შემდეგ დაკომპლექტდება და ის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააერთიანებს.  

ამავე კატეგორიაში