საქართველოში კორონავირუსის 2501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი 

07 დეკემბერი 2020, 11:02 1157 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 988 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ბერდია სიჭინავას განმარტებით, ჩატარდა 9 442 ტესტი, აქედან 4 360 ანტიგენი და 5 082 PCR.

''დღეს გამოვლენილი ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 337, იმერეთში - 397, ქვემო ქართლში - 175, შიდა ქართლში - 108, გურიაში - 32, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 177, კახეთში - 80, მცხეთა-მთიანეთში - 90, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში,  თბილისის საავადმყოფოებში - 3 002, აჭარაში - 1 047, იმერეთში - 1 362.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი,  თბილისში - 519, აჭარაში - 161, იმერეთში - 251.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 208, აჭარაში - 49, იმერეთში - 52“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი