ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 336 პირი, ხოლო 38 ადამიანი გარდაიცვალა.
26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 425 გარდაცვალების შემთხვევაა აღრიცხული.
5 068 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 959 შემთხვევა, აჭარაში - 483, იმერეთში - 980, ქვემო ქართლში - 296, შიდა ქართლში - 222, გურიაში - 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 408, კახეთში - 335, მცხეთა-მთიანეთში - 130, სამცხე-ჯავახეთში - 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი 19.
ამ ეტაპზე 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში 2 925, აჭარაში 1 025.
მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში - 491, აჭარაში - 155, იმერეთში - 247. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი.