კორონავირუსით 24 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი მცხეთის საავადმყოფოში დაბალი სიცხით შეიყვანეს, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგო კოვიდ19 კლინიკაში დაინფიცირდა, რადგან კორონავირუსზე დადებითი პასუხი, მხოლოდ მესამე ტესტის ჩატარების შემდეგ დადგინდა.
კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს დიაბეტი ჰქონდა, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.
სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, ლიკა მუმლაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში შეყვანის დროს იყო მძიმე. აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა.