ნორვეგიამ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს საჩუქრად ტექნიკა გადასცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნორვეგიამ დიდი წვლილი შეიტანა აღნიშნული ცენტრის ჩამოყალიბებაში. ცენტრს ამჯერად პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, რადიოსადგურები და კომუნიკაციების სხვა აღჭურვილობებით უზრუნველყო.