აჭარაში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 999 პირი, მათ შორის მძიმეა 154-ის მდგომარეობა. 119 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
განახლებული სტატისტიკის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოჯანმრთელდა - 443 პაციენტი, კლინიკა დატოვა - 109 პაციენტმა.
აჭარის მასშტაბით საკარანტინო სივრცეებშია მოთავსებული 1 004 პირი, თვითიზოლაციაშია 11 505.