ასლან ვაშაყმაძის განცხადება, რომელიც პოლიციელების მიმართ ძალადობას შეიცავს

01 დეკემბერი 2020, 18:01 1777 ნახვა

ოპოზიციის ერთ-ერთმა  მხარდამჭერმა ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში გუშინ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის სამართალდამცველების მისამართით აგრესიულად საუბრობს.   კონკრეტულად კი  ვიდეო შეიცავდა მუქარას პოლიციელების მისამართით. 

მოგვიანებით ასლან ვაშაყმაძემ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო განათავსა, რომლითაც  ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და თქვა, რომ განცხადება ემოციურ ფონზე, აღელვების ნიადაგზე ჩაწერა.

ასლან ვაშაყმაძე აღიარებს, რომ მისი მხრიდან გარკვეულ ზედმეტ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ემიჯნება ყველანაირ ძალადობას.  იგი ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრია,  სადაც ფაქტს  ჯერ არ გამოეხმაურებიან.  ასლან ვაშაყმაძის  გაცხადებას კი  აჭარაში გაერთიანებული ოპოზიცია ემიჯნება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი