ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა ნახეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.