სამართალდამცველებს მოვუყევი რა მიზნით ვიქირავე საცხოვრებელ ბინად კომპანიის დარბაზი ინვენტარიანად - ზურაბ ჯაფარიძე

30 ნოემბერი 2020, 14:32 876 ნახვა

ზურაბ ჯაფარიძის დაკითხვა აჭარის მთავარ სამმართველოში დასრულდა. "გირჩის" ლიდერი აცხადებს, რომ სამართალდამცველებს აუხსნა, თუ რა მიზნით იქირავა ბინად კომპანიის დარბაზი.

მისივე განცხადებით, იგი ამ ეტაპზე სამართალდამცველებისგან ლუქის ახსნას ელოდება.

"მოვუყევი როგორ და რა მიზნით ვიქირავე საცხოვრებელ ბინად კომპანიის დარბაზი ინვენტარიანად, ავუხსენი რომ ვაპირებდი ვარჯიშს, ისევე როგორც სტუმრების მიღებას ვისაც ვარჯიში უნდა. ისე რომ ეკონომიკურ საქმიანობას ადგილი არ ექნებოდა. მოვუყევი დეტალებში თუ როგორ გავაფორმე ხელშეკრულება, ვაჩვენე ვიდეო, როგორ გავემგზავრე, როგორ ვნახე რომ პოლიცია შევიდა, როგორ დავბრუნდი... 

საბოლოო ჯამში მთელი ეს მოჩვენება გააფორმეს დოკუმენტურად და მოვითხოვე, რომ მაქსიმალურად სწრაფად ახსნან ლუქი და შემიშვან ჩემს საცხოვრებელ ბინაში. რაზეც ზეპირი პასუხი მივიღე, რომ ამ ყველაფერს გადასცემენ პროკურატურაში და ეცდებიან, რომ გააკეთონ მაქსიმალურად სწრაფად. გიორგი ფუტკარაძე ჯერ დაკითხვაზეა.

ველოდები, რომ როდის ახსნიან ლუქს და ამ საკითხს ხშირად მოვიკითხავ. ჩემი აზრით ლუქი ცალსახად უკანონოდაა დადებული" - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი