მკვლელობის საქმე

20 ოქტომბერი 2016, 00:00 3359 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში, მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევს და მათ დასაშვებობაზე იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის არჩილ ტოტოღაშვილმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთი პირი მოკლა, სამი კი დაჭრა. შემთხვევის შედეგად 22 წლის ნოდარ გოგიტიძე გარდაიცვალა. დამნაშავე პოლიციამ ინცინდენტიდან რამდენიმე საათში, დააკავა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 120-ე და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

ამავე კატეგორიაში