ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ნოემბერის მატჩების შემდეგ ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.
ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებისა და ესტონეთთან ფრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები სამი საფეხურით დაქვეითდა და 86-ე ადგილიდან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა .
"’ჯვაროსნებს’’ 20 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლდათ და 1267 ქულა აქვათ .
მსოფლიო ნაკრებების ათეული დატოვა კოლუმბიამ და ხორვატიამ, მათი ადგილი ტოპ ათეულში კი იტალიამ და მექსიკამ დაიკავეს.