ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზენაქიძეებში თითქმის ორი თვეა წყალდიდობის შედეგად ჩანგრეული ხიდის აღდგენა ამ დრომდე არ დაწყებულა. აღნიშნული ხიდი ცენტრალურ გზასთან 2 სოფლის მოსახლეობას აკავშირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ შემოვლითი გზებით სარგებლობენ და ტვირთის გადატანას ვეღარ ახერხებენ.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერია საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაზე შეძენაზე შესყიდვას განახორციელებს, რის შემდეგაც მოხდება ხიდის აღდგენა.