დისტრიბუტორთა და რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასეს და ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ შესაძლო კოლაფსზე ისაუბრეს. განმარტავენ, რომ ახალი შეზღუდვების შემდეგ რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, განსაკუთრებით კი ხაზს უსვამენ სარესტორნო ბიზნესს და სასტუმროებს.
ამბობენ, რომ პატარა და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა ნაწილი შეწყვეტს ბაზარზე ოპერირებას, რადგან ვერ შეძლებენ არსებულ რეალობაში თავის გადარჩენას. ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება გამოიწვია იმან, რომ რეგულაციების დაცვა მკაცრად არ კონტროლდებოდა შესაბამისი სამსახურების მიერ.