ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 60,000-65,000 ტონა ციტრუსი მოდის, ექსპორტზე კი აქედან, დაახლოებით ნახევარი გადის. ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – მეორე ადგილზე კი რუსეთია. მანდარინის უმეტესობა საერთაშორისო ბაზარზე წესით დეკემბერში ჩნდება. ფერმერებს ახლა ყველაზე მეტად, მცირე მოსავალი და სარეალიზაციო ფასი აწუხებთ.