აჭარის მთავრობის სხდომა

29 მარტი 2022, 20:26 1675 ნახვა

სტუდენტების ნაწილს სწავლის გადასახადი დაუფინანსდება, ქობულეთში კი ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით იგეგმება სოციალური სახლის მშენებლობა. სოცილური პროექტის განხორციელებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტს გელაურის დასახლებაში გადაეცემა მიწის ნაკვეთი. ასევე, რამდენიმე დასახლებაში წყალომამარეგების ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება. ამ საკითხებზე აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს. ბათუმისთვის მნიშვნელოვანია ნაპირდაცვითი ღონისიებების დროული და ეფექტიანი გატარება. უკვე დაწყებულია ნაპირდაცვითი ღონისიების პროექტირება და შესაბამისი ექსპერტების ჩართულებითა და რეკომენდაციებით განხორციელება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც დღეს დაანონსდა  უშვილობის მკურნალობა და დიაგნოსტიკაა. თანხები რეგიონის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი