დიეგო მარადონა გარდაიცვალა

25 ნოემბერი 2020, 20:25 1306 ნახვა

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, – ამის შესახებ გაზეთი  “კლარინი” წერს.

წყაროს ცნობით, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის მოულოდნელი შეტევა გახდა. 30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.  რის გამოც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.

დიეგო მარადონა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონია. რამდენიმე გამოკითხვების მიხედვით კი, მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი