ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 402 მოქალაქე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, გარდაცვლილთა ასაკი 60-დან 90 წლამდე მერყეობს.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 1 010 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 140 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 პირი.
3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში.
აჭარაში არსებულ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 021 ადამიანი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768.