შეზღუდვებთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია - ცქიტიშვილი

24 ნოემბერი 2020, 13:03 1495 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მთავრობას ამ ეტაპზე არ მიუღია.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს ფართო კონსულტაციებით უნდა მოხდეს, საკითხებზე საუბარი უკვე მიმდინარეობს.  

''წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე ვმსჯელობთ, ბიზნესის წარმომადგენლების ჩართულობით. მთავრობის ეკონომიკური ჯგუფი შევხვდით აღნიშნული სექტორის წარმომადგენლებს. დღეის მდგომარეობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. სამწუხაროდ მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, ან დღეს  მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოქდაუნის შესახებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული'' - განაცხადა მაია  ცქიტიშვილმა.  

ვიცე-პრემიერის თქმით, ვირუსთან გასამკვალებლად ასევე ეფექტურია მობილობის შემცირება.

''დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, სწორედ მობილობის შემცირებისკენ არის მიმართული. ეს ერთის მხრივ შეიძლება იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა, შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები, კონკრეტული სამუშაო დღეების განსაზღვრა, სავაჭრო ობიექტების კონკრეტული ვადით მუშაობასთან დაკავშირებით, ასევე საათების რეგულირების თვალსაზრისით. ეს არის სწორედ ის რასაც მთელი მსოფლიო მიმართავს'' - განაცხადა ცქიტიშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი