ბახმაროში მყოფი მოქალაქეების გამოსაყვანად სპეციალური ტექნიკა მუშაობს - გზების დეპარტამენტი 

23 ნოემბერი 2020, 16:43 2772 ნახვა

ბახმაროში მყოფი მოქალაქეების გამოსაყვანად სპეციალური ტექნიკა მუშაობს - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  

მათივე ცნობით, კურორტთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია და იქ დამსვენებლები იმყოფებიან. 

''რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია  მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფზულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ გზის შესაბამის მონაკვეთზე დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს  დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და  გზის დაკეტილ მონაკვეთზე თვითნებურად გადასვლას.

ამჟამად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და დაწყებულია გზის  გაწმენდა იმ  ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ბახმაროს ტერიტორიაზე შევიდნენ. გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს დამსვენებლებს და ტურისტებს, მათივე უსაფრთხოების მიზნით გაითვალისწინონ გზებზე დაწესებული შეზღუდვები და დამეორჩილონ აკრძალვას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი