შსს-მ კიბერდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა

19 ოქტომბერი 2016, 00:00 3770 ნახვა

შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  თბილისსა და ქუთაისში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემებს  მოტყუებით დაეუფლნენ. უკანონოდ ითვისებდნენ ინტერნეტ ბანკში მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებულ თანხებს, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან კი მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი