"ლანჩხუთის" ქალ ფეხბურთელთა გუნდი საქართველოში დაბრუნდა

23 ნოემბერი 2020, 15:30 414 ნახვა

ქალთა საფეხბურთო კლუბი ‘’ლანჩხუთი’’, რომელმაც ქართული ფეხბურთის ახალი ისტორია დაწერა,  მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა. ფეხბურთელებს გურიაში დიდი ემოციით, სიხარულით    დახვდნენ. ლანჩხუთის მკვიდრნი ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ და ფეხბურთელებს ფოიერვერკებით შეეგებნენ. ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვდა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, ყაზახეთში „ოკჟეტპესი“ 2:1, ხოლო რუმინეთში „ოლიმპია“ კლუჟი 1:0 დაამარცხა. მერვედფინალში ლანჩხუთის მეტოქე 24 ნოემბერს დაგეგმილი წილისყრის შედეგად გამოვლინდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში