ოპოზიცია აქტიურობდა, მუშაობდნენ, მაგრამ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის აღება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ზედიზედ მეორე არჩევნებში, გაყალბების საბაბით, ოპოზიცია უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე, ეს უქმნის უხერხულობას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების თვალში.
კობახიძემ შემაჯამებელ განცხადებაში მანდატების გადანაწილებასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ პარლამენტი ,,ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.