ISFED -კონკურენციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს

22 ნოემბერი 2020, 10:01 1125 ნახვა

17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდებოდა არჩევნებს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც რეალური კონკურენციის გარეშე ჩატარდა, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებთან მობილიზებული პარტიის კოორდინატორები, ასევე დამკვირვებლების ინფორმაციით,  ამომრჩევლის მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა ე.წ. კარუსელი  და ამომრჩევლის მოსყიდვა დაფიქსირდა, საარჩევნო უბნების გარეთ კვლავ დაფიქსირდა დამკვირვებლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. ანგარიშში ნათქვამია ასევე რომ შუახევის უჩანბის ბაგა-ბაღის მენეჯერმა თანამშრომლებს დაავალა საარჩევნო უბანზე მისულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში.

ამავე ოლქის #26 საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდა.  ხულოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე  კი ამომრჩეველთა ტრანსპორტირება სამარშრუტო ტაქსებით ხდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი