ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 26,29%.
მათივე განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ ნაძალადევის ოლქში 20,04%.
"მეორე ტურში არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში.
წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ შეადგინა 26,29%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664 ამომრჩეველმა.
საოლქო-საარჩევნო კომისიებში დღის განმავლობაში შევიდა 12 საჩივარი და უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე პროცედურების დასრულების შემდგომ ოქმები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში
ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ ნაძალადევის ოლქში 20,04%"-აცხადებენ ცესკოში.