ხელვაჩაურში უბანთან ამომრჩეველი გარდაიცვალა

21 ნოემბერი 2020, 17:12 2770 ნახვა

ხელვაჩაურში, 41-ე საარჩევნო უბანზე 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კაცი სოფელ ჩიქუნეთის მკვიდრი იყო, უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. შენობიდან გამოსვლის დროს კი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.  მამაკაცს სავარაუდოდ გულის შეტევა განუვითარდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში