ქართველი ძიუდოისტების მედლები ევროპის ჩემპიონატზე

21 ნოემბერი 2020, 11:08 1148 ნახვა

პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ტურნირზე მონაწილე სამმა ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონატი მედლებით დაასრულეს.  81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ფინალში ბულგარელი ივაიო ივანოვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება ლაშა შავდათუაშვილს ფინალი მოლდაველ ვიქტორ სტეპრუსთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო ლუკა მაისურაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. დღეს საქართველოს ღირსებას ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 3 ძიუდოისტი დაიცავს. შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი