''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

21 ნოემბერი 2020, 10:30 1561 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა. ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ერთ-ერთ უბანზე პირველი ამომრჩეველი იყო. 

კანდიდატმა ოპოზიციის ბოიკოტსაც უპასუხა და თქვა, რომ ბიულეტენზე დაფიასირებულია  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის სახელი და გვარი, ამომრჩეველს კი უფლება აქვს არჩევანი გააკეთოს. 

როგორც ცნობილია ოპოზიცია მეორე ტურში არ მონაწილეობს და ისინი პროცესებს ბოიკოტს უცხადებენ.

''არ ღებულობს ოპოზიცია მონაწილეობას, მაგრამ როგორც იცით დაფიქსირებულია ბიულეტენში მათი სახელი და გვარი.  რა პრეტენზიებიც დღეს არსებობს, რომ არჩევნები გაყალბდა, ყველა უყურებს და ხედავს რომ არ გაყალბებულა. მოსახლეობა მოდის, თავის პოზიციას აფიქსირებს, ამიტომ ჩვენ მოსახლეობის აზრი უნდა შევაფასოთ დადებითად'' - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. 

 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში