აჭარიდან უცხოურ ბაზარზე სარეალიზაციოდ 1 151 ათასი ტონა მანდარინი უკვე გავიდა. რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული რაოდენობა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 138 პროცენტით მეტია. წელს რეგიონში 40 ათასამდე ტონა ციტრუსს ელოდებიან აქედან 7 ათასი ტონა არასტანდარტული ე.წ. ენესი იქნება.
სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე გამოყოფილია სუბსიდირების თანხებიც - 500 ათასი ლარი. არასტანდარტული მანდარინის მიღებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განმარტებით რეგიონში არსებული საწარმოები თვის ბოლოდან დაიწყებენ.