ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. განხილვას მოსახლეობაც ესწრებოდა, თუმცა საჯარო განხილვა რამდენიმე წუთში დასრულდა. ხელვაჩაურის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი დაახლოებით 19 მილიონ 898 ათას ლარს შეადგენს.
მომდევნო წელს ხელვაჩაურის 46 სოფელში ფერდსამაგრი კედლების მოწყობაა გათვალისწინებული, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.