21 და 22 ნოემბერს გადაადგილებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს

20 ნოემბერი 2020, 13:07 4440 ნახვა

21 და 22 ნოემბერს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. 

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც გადაადგილების შეზღუდვა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღეს და მომდევნო დღეზე შეზღუდვა არ გავრცელდება. 

დადგენილება ძალაშია 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეიზღუდა.

''უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 ნოემბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის გათვალისწინებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, დღეს და ხვალ - 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდება'' - წერია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი