"კატეგორიულად უარვყოფ, ჩვენ ამ საქმეში მონაწილეობა არ მიგვიღია“ - რესან კონცელიძე

19 ნოემბერი 2020, 20:10 2385 ნახვა

როინ შავაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ''ქართული ოცნების'' მაჟორიტარობის კანდიდატმა, რესან კონცელიძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში კომენტარი გააკეთა.

2008 წელს ის საპოლიციო უწყების მაღალჩინოსანი იყო.

მისივე განცხადებით, საქმეზე პოლიციამ ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ამის შემდგომ საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში.

"კატეგორიულად უარვყოფ, ჩვენ ამ საქმეში მონაწილეობა არ მიგვიღია, გარდა იმისა, რომ დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი პროკურორის თანდასწრებით და გაკვეთილი იქნა გვამი პროზექტურაში, რაც კანონის სრული დაცვით გაკეთდა.

საქმე ახლა პროკურატურაშია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია ჩაიხედოს და დარწმუნდეს, რომ შემთხვევის ადგილას მივიდა პოლიცია, დაიწყო გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და შემდგომ ქვემდებარეობით საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. ეს არის ის მოქმედება, რაც პოლიციამ კანონის მოთხოვნით შეასრულა.

რაც შეეხება შემდგომ გამოძიებას მე არ მქონია წვდომა ამ საქმესთან. ვერც მექნებოდა და არც მექნებოდა, იმიტომ რომ სხვა უწყება იძიებდა და პოლიციის გამომძიებლები ვეღარ მიიღებდნენ ამ საქმეში მონაწილეობას", - აცხადებს რესან კონცელიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი