მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიცია მდუმარე საპროტესტო აქციას მართავს

18 ნოემბერი 2020, 10:47 1057 ნახვა

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად, მდუმარე საპროტესტო აქციას მართავს.

საავტომობილო გზაზე დაკრულია სტიკერები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის ფოტოებია გამოსახული. 

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ პარლამენტამდე მსვლელობით დასრულდება.

ორგანიზატორების თქმით, მდუმარე აქციის მიზანია, საერთაშორისო მედიამ შეიტყოს, რომ საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. 

მდუმარე აქცია ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. თქვეს, რომ არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები და ისინი საკუთარ პროტესტს ამ ფორმით დააფიქსირებენ. 

მაიკ პომპეო თბილისში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა და ვიზიტის ფარგლებში დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი