გაგამარუმ სპორტული კარიერა დაასრულა

17 ნოემბერი 2020, 14:22 1156 ნახვა

33 წლის ქართველმა სუმოტორმა გაგამარუმ სპორტული კარიერა დაასრულა.

თეიმურაზ ჯუღელმა პროფესიონალური კარიერა 2005 წელს დაიწყო და იაპონიის ნაციონალურ სპორტში 15 წელი გაატარა. გაგამარუმ სულ 89 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა.

ჯუღელმა კარიერაში მე-6, მე-3 და მე-2 დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა, ასევე უმაღლეს დივიზიონში ერთი ვიცე-ჩემპიონის სტატუსიც აქვს. ჯუღელს კარიერაში "მებრძოლი სულის" 2 პრიზი და ერთი ოქროს ვარსკვლავი აქვს მიღებული.

ოქროს ვარსკვლავი იმ დაბალი რანგის სუმოისტებს გადაეცემათ, რომლებიც იოკოძუნას დამარცხებას ახერხებენ. სუმის ისტორიაში თეიმურაზი კომოსუბი გაგამარუს სახელით შევა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი