აჭარაში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი 

17 ნოემბერი 2020, 11:12 1192 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი. მათ შორისაა 12 წლის მოზარდი. 

გამოჯანმრთელდა 532 ადამიანი და ჯამში მათი რიცხვი 12 725 შეადგენს. რეგიონის სამედიცინო ცენტრებში მკურნალობს 911 მოქალაქე, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის  117 პირი. 

აჭარაში, კოვიდ-სასტუმროში 1 239 ადამიანი იმყოფება, ხოლო ​საკარანტინე სივრცეში 1 610 მოქალაქე. 

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში რჩება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში - 16 724, იმერეთში - 5 387.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი