ქობულეთის "შუქურამ" დიდი ანგარიშით მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა

16 ნოემბერი 2020, 15:04 1533 ნახვა

ეროვნული ლიგა ორის მე-15 ტურის შეხვედრაში ქობულეთის "შუქურამ" რუსთავის "რუსთავს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

ანგარიში გიორგი კურმაშვილმა გახსნა და "შუქურა" დააწინაურა. 17 წუთში ვეტერანმა ტატანაშვილმა ჯეფერსონ ჯერალდოს გაატანინა. სხვაობა ორამდე გაიზარდა და პირველი ნახევარი 2-0 დასრულდა.

მეორე ნახევარში 66-ე წუთზე გელა გოგიტიძემ კურმაშვილის გადაცემით  გაიტანა გოლი. 73-ე წუთზე კი დავით ჯიქიას გადაცემა რომან ჩაჩუამ დააგვირგვინა და სხვაობა უკვე ოთხ ბურთიანი გახდა. 77-წუთზე ჩელებაძის გადაცემით ჯერალდომ დუბლი გაიფორმა.

რუსთავალებმა 90-ე წუთზე პრესტიჟის გოლი გაიტანეს. საგოლე გადაცემა გოცირიძემ მიითვალა ხოლო გოლი გოგილაშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ "შუქურამ" 5:1 მოიგო და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო განამტკიცა.

15 ტურის შემდეგ ქობულეთლებს 30 ქულა აქვს, თუმცა მათ თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. 15-15 შეხვედრში "სამგურალს" 26 ქულა აქვს, ხოლო "გაგრას" კი 24.

მე-16 ტურში "შუქურა" გასვლაზე ბოლნისში "სიონს" ესტუმრება. მატჩი 20 ნოემბერს გაიმართება. გამოტოვებულ მატჩს კი ქობულეთელბი 25 ნოემბერს გასვლაზე "შევარდენის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში