ხვალ და ზეგ აჭარაში ცივი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე +11, +13, მთაში +6, +8 გრადუსი იქნება, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში.
მაღალმთიან ზონაში (გოდერძის უღელტეხილი, გომარდული) მოსალოდნელია თოვლი.
ზღვაზე ღელვა იქნება 2 ბალი, წყლის ტემპერატურა 18 გრადუსი.