პოლიტიკური ვითარება და ოპოზიციის მოთხოვნები არჩევნების მეორე ტურამდე 6 დღით ადრეც უცვლელია. წინ მოლაპარაკებების მესამე რაუნდია, რადგან წინა ორი, შეთანხმების გარეშე დასრულდა.
მმართველი გუნდი ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას არ აპირებს, ოპოზიცია კი თავის პოზიციას არ ცვლის. რამდენიმე წუთის წინ ხელისუფლების ოპონენტები კიდევ ერთხელ შიკრიბნენ ლელოს ოფისში.