საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

15 ნოემბერი 2020, 12:40 1349 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 387 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 62 061 გამოჯანმრთელდა, 703 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2 326 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 592, ხოლო​ კოვიდსასტუმროში – 3 280.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი