საავადმყოფოებში საწოლფონდის რაოდენობასთან დაკავშირებით ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა და კოვიდმიმღები კლინიკების წარმომადგენლებმა . შეხვედრაზე, რომელსაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებიც ესწრებოდნენ განიხილეს კლინიკების საჭიროებები , საუბარი შეეხო დამატებითი რესურსების მობილიზებას.
ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და ის ადამიანებს, რომლებსაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა სჭირდება კლინიკის მიღმა არ დარჩნენ. ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის მზაობისა და ტესტირების პროცესის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც.