აჭარაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

13 ნოემბერი 2020, 11:09 1616 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში covid-19-ით ათი ადამიანი გარდაიცვალა. რეგიონში კორონავირუსი კიდევ  448 ადამიანს დაუდასტურდა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 636 შემთხვევა დაფიქსირდა. 

გამოჯანმრთელდა 347 ადამიანი. 

რეგიონის კლინიკებში 789 მოქალაქე მკურნალობს. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 101 პაციენტი. აჭარაში კოვიდ-სასტუმროში რჩება 1 583 ადამიანი, ხოლო ​საკარანტინე სივრცეში  1 266 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 41 958 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 709 პირი, აჭარაში - 17 568, იმერეთში - 4 629. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი