კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, თუმცა დრო და ადგილი ჯერჯერობით არ ვიცი - ზურა ჯაფარიძე

12 ნოემბერი 2020, 19:41 1055 ნახვა

შევთანხმდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ოპოზიციურმა პარტიებმა,მათ მოვუყევით ჩვენი ხედვა, თუ როგორ ვაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენი პოზიცია იყო ის, რაც საჯაროდ არაერთხელ გავაჟღერეთ. ასევე იყო ხელისუფლების წარმომადგენლის ხედვა წარმოდგენილი. შევთანხდით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომლის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. ფასილიტატორების, ისევე როგორც ჩვენი სურვილი და ზოგადად ატმოსფერო ასეთია, ყველა ვთვლით, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა განიმუხტოს და რაღაც ტიპის პოლიტიკური შეთანხმებაა მისაღწევია. ასეთი ატმოსფეროა. კონკრეტულად, სადამდე მივა პროცესი დრო გვიჩვენებს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი