ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა - ზურაბ აბაშიძე

11 ნოემბერი 2020, 17:10 1321 ნახვა

ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისათვის საჰაერო დერეფანი გახსნა-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძემ  გამოცემა ,,ეხო კავკაზა''-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკური (მხარდაჭერის) საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილის, გამონაკლისის სახით, გადაყვანა დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ ვადებში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “, - განაცხადა  ზურაბ აბაშიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში