“ბორჯღალოსნები” ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მოსამზადებელ ვარჯიშს გადის

11 ნოემბერი 2020, 16:47 1398 ნახვა

"შემოდგომის ერთა თასის" დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ ონლაინ პრესკონფერენცია გამართეს.  საქართველოს ნაკრები ინგლისში სრული შემადგენლობით შეიკრიბა და კოვიდ-ტესტები ჩააბარა. ბორჯღალოსნებისთვის ტესტის პასუხები დღეისთვის უნდა გახდეს ცნობილი. გუნდის მთავარი მწვრთნელის განცხადებით საქართველოს ნაკრების მიზანი ინგლისელთა შეტევების განეიტრალება და თამაშის ბალანსის დაცვა იქნება.  "შემოდგომის ერთა თასის" პირველ მატჩს "ბორჯღალოსნები" 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალისტი ინგლისის წინააღმდეგ, ლეგენდარულ "თვიქენჰემზე" გამართავს.

.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში