სამზადისი პლეი-ოფის ფინალისთვის

11 ნოემბერი 2020, 16:42 872 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალამდე ბოლო ვარჯიშს დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს. უკვე ორი დღეა საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული.  საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება,რომელიც ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელს გამოავლენს, ხვალ  21 საათზე დაიწყება. თამაშს გულშემატკივარი პანდემიის გამო ვერ დაესწრება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში