ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრ მაოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-ს და საქართველოს შორის - პრემიერი

11 ნოემბერი 2020, 12:17 958 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საქართველოში მაიკლ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის  იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.

გიორგი გახარიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელთა განხილვასაც ისინი ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან გეგმავენ.

"შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას - ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც სასაუბროდ ვემზადებით და რომლებიც შემოთავაზებული იყო ჩვენი კოლეგების მხრიდან.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმაოს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის.

განსაკუთრებით რეგიონისთვის, იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, უსაფრთხოებასა და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში