ხმაური საოლქო კომისიის სხდომაზე

11 ნოემბერი 2020, 11:44 1482 ნახვა

ხმაური იყო ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, რომელზეც ქალაქის სამი უბნის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ჩასწორება მიმდინარეობდა. პროცესი ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. მათ მიაჩნიათ, რომ ჩასწორება არა საჩივრების საფუძველზე, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლების სურვილისამებრ განხორციელდა.  საოლქო კომისიის იურისტმა აჟიოტაჟს უსაფუძვლო უწოდა. ზვიად სურმანიძის მტკიცებით, ოქმებში მინიმალური ტექნიკური ხარვეზები გასწორდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში