რუსთაველზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს

09 ნოემბერი 2020, 21:50 1224 ნახვა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენიმე  წუთის წინ  სამოქალაქო აქტივისტები  დააკავეს.

აქციის მონაწილეების განმარტებით, დაკავებულია მოძრაობა "სირცხვილიას" 2 ლიდერი გიორგი მჟავანაძე და ლექსო მაჭავარიანი. 

"4 ცალი შეშა მოჰქონდათ აქციაზე და ამის გამო 2 ადამიანი დააკავეს. მათ არ აძლევდნენ უფლებას მისი პირადი ნივთით გადაადგილებულიყო იქ სადაც მათ უნდოდათ"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე შეშის შეტანა სამართალდამცავებმა აღკვეთეს იმიტომ, რომ მას შესაძლოა, საფრთხე შეექმნა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

"თითოეულ პოლიციელს გვაქვს არაერთი გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ იქნა გამოყენებული, როგორც ძალადობის საგანი, გამოყენებული იქნა, რათა პოლიციელები დააზიანონ. დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითაც შეიძლება, საფრთხე შეექმნას, როგორც აქციის მონაწილეების, ასევე პოლიციელების სიცოცხლეს.

რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს პირადად მე განვუმარტე მას, რომ დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილებოდა პოლიციელების მოთხოვნას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა სამართალდამცველებს. შესაბამისად დაკავდა ადმინისტრაციული წესით"- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი