საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

09 ნოემბერი 2020, 10:25 891 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო მედიამ გააშუქა. სამართალდამცველების მიერ მომიტინგეების დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ ინფორმაციას ბიბისი, დოიჩე ველე, ბლუმბერგი და სხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ.

მასალებში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერები თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც კიმ ჩენ ინისა და ბიძინა ივანიშვილის პოსტერი ჰქონდათ გამოტანილი.

გამოცემების ნაწილი წერს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა. პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია თამარ ჟვანიას გადადგომასა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი